მთავარიჩვენ შესახებსწავლებაპროექტებიპარტნიორობასასარგებლო ინფორმაციასაჯარო ინფორმაცია
ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნაზოგადი ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გვერდისაკადრო უზრუნველყოფასახელმწიფო შესყიდვები
ფინანსები და ხარჯთაღრიცხვა
კარიერაკონტაქტი 
 
თქვენ იმყოფებით:  სიახლეების არხივი სიახლეები

ტრენინგი პენიტენციური სისტემის თანამშრომლებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე

25 სექტემბერი , 2017

საქართველოს კანონისარასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ - თანახმად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს განახორციელებენ და ამ პროცესში მონაწილეობენ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირები.


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მონაწილე ყველა პირი ვალდებულია, გაიაროს შესაბამისი ტრენინგი, რომელიც მოიცავს არასრულწლოვან ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მუშაობასთან დაკავშირებულ სპეციფიურ საკითხებსა და თემებს.


სისტემის თანამშრომელთა სპეციალიზაციის მიზნით სასწავლო ცენტრში შემუშავდა შესაბამისი პროგრამა. აღნიშნული პროგრამის მიხედვით, სასწავლო ცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში პენიტენციური სისტემის თანამშრომელთათვის 25-27 სექტემბერს ჩატარდება ტრენინგი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია, არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკა“.


ტრენინგებს წარუძღვებიან ტრენერები, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალიზებული მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე.