მთავარიჩვენ შესახებსწავლებაპროექტებიპარტნიორობასასარგებლო ინფორმაციასაჯარო ინფორმაცია
ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნაზოგადი ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გვერდისაკადრო უზრუნველყოფასახელმწიფო შესყიდვები
ფინანსები და ხარჯთაღრიცხვა
კარიერაკონტაქტი 
 
თქვენ იმყოფებით:  სიახლეების არხივი სიახლეები

შემთხვევის მართვა პენიტენციურ დაწესებულებებში

27 სექტემბერი , 2017

ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთათვის მიმდინარეობს ტრენინგები თემაზე „შემთხვევის მართვა“.


ტრენინგის მიზანია, პენიტენციური დაწესებულების შემთხვევის მართვის გუნდის წევრებს მიაწოდოს ინფორმაცია შემთხვევის მართვის მეთოდის შესახებ. პენიტენციურ სფეროში აღნიშნული მეთოდის გამოყენებით ხორციელდება სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვა.


ტრენინგზე ყურადღება იქნება გამახვილებული ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა შემთხვევის მართვის მიზნები, ეტაპები, მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის სპეცფიკა და ბენეფიციარის მონაწილეობა. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, აღნიშნული საკითხები საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით განიხილონ და ქართული რეალობის კონტექსტში გაიაზრონ. მიღებული ცოდნა დაეხმარება მათ ადეკვატური და ეფექტიანი შემთხვევის მართვის პრაქტიკის დანერგვაში.


ტრენინგს შემთხვევის მართვის თემაზე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა 3 ჯგუფი გაივლის. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს შემთხვევის მართვის გუნდი, კერძოდ - სოციალური მუშაკები, სამართლებრივი რეჟიმის თანამშრომლები, ფსიქოლოგები, ექიმები და სხვა შესაბამისი პერსონალი.


სატრენინგო კურსის პილოტირება განხორციელდება მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც პროექტის მხარდაჭერით მიმდინარეობს შემთხვევის მართვის სისტემის დანერგვა.