მთავარიჩვენ შესახებსწავლებაპროექტებიპარტნიორობასასარგებლო ინფორმაციასაჯარო ინფორმაცია
ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნაზოგადი ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გვერდისაკადრო უზრუნველყოფასახელმწიფო შესყიდვები
ფინანსები და ხარჯთაღრიცხვა
კარიერაკონტაქტი 
 
თქვენ იმყოფებით:  სიახლეების არხივი სიახლეები

ფსიქოლოგიური შეფასების ფორმები პენიტენციურ სისტემაში

11 დეკემბერი , 2017

სასწავლო ცენტრში სასჯელაღსრულების დაწესებულებების ფსიქოლოგებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე „ფსიქოლოგიური შეფასების ფორმები პენიტენციურ სისტემაში“.


ბრალდებულის / მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასებისა და და კონსულტაციის ჩანაწერის ახალი ფორმები პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე წლის მაისში დაინერგა. მათი შესწავლისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით სასწავლო ცენტრში გადამზადდა ყველა პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი. აღნიშნული ფორმების დანერგვის შედეგად მიღებული პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებასა და შეთანხმებულ სუპერვიზიას ისახავს მიზნად სასწავლო ცენტრში მიმდინარე ტრენინგი, რომელიც 11 და 12 დეკემბერს ტარდება.


მონაწილეები განიხილავენ გასული 6 თვის მანძილზე ფსიქოლოგიური შეფასების ფორმების პრაქტიკაში გამოყენების დროს გამოვლენილ ბარიერებსა და გამოწვევებს. 


ტრენინგზე მუშაობის შედეგად მონაწილეები ერთობლივად დასახავენ გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზებს. მიღებული და გაზიარებული გამოცდილება დაეხმარება მათი საქმიანობის უფრო ეფექტიანად განხორციელებაში.


ტრენინგს უძღვება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს ფსიქოლოგი მადონა პაპუაშვილი.