მთავარისწავლებაპროექტებიპარტნიორობასასარგებლო ინფორმაციასაჯარო ინფორმაცია
ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნაზოგადი ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გვერდისაკადრო უზრუნველყოფასახელმწიფო შესყიდვები
ფინანსები და ხარჯთაღრიცხვა
კარიერაკონტაქტი 
 
თქვენ იმყოფებით:  სიახლეების არხივი სიახლეები

სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ავტომობილის უსაფრთხო მართვის კურსი მიმდინარეობს

15 დეკემბერი , 2017

სასწავლო ცენტრის ორგანიზებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს მოსამსახურეებისთვის ავტომობილის უსაფრთხო მართვის ორ დღიანი კურსი ხორციელდება.


სწავლების მიზანია ზემოთხსენებულ მოსამსახურეთათვის ავტომანქანის კვალიფიციური მართვის სტანდარტების სწავლება.


კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს ექნებათ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ავტომობილის უსაფრთხო მართვასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. პრაქტიკული მეცადინეობების შედეგად გამოუმუშავდებათ შესაბამისი უნარ-ჩვევები, რაც, თავის მხრივ ხელს შეუწყობს მათზე დაკისრებული ვალდებულებების უსაფრთხოდ შესრულებას.


აღნიშნული პროგრამით გადამზადებას საბადრაგო სამმართველოს თანამშრომელთა 3 ჯგუფი გაივლის. სწავლებას უძღვებიან მოწვეული პროფესიონალი ინსტრუქტორები.