მთავარიჩვენ შესახებსწავლებაპროექტებიპარტნიორობასასარგებლო ინფორმაციასაჯარო ინფორმაცია
ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნაზოგადი ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გვერდისაკადრო უზრუნველყოფასახელმწიფო შესყიდვები
ფინანსები და ხარჯთაღრიცხვა
კარიერაკონტაქტი 
თქვენ იმყოფებით:  გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა

გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომელთა მომზადების გრძელვადიანი სასწავლო კურსი


გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა პირველია საქართველოს პენიტენციური სიტემის პრაქტიკაში და ის მიზნად ისახავს სისტემისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას.


სასწავლო პროგრამა მომზადდა სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელშიც ჩართული იყო როგორც ადგილობრივ ექსპერტთა ჯგუფი, ასევე საერთაშორისო ექსპერტი ჟერარ დე იონგი (ევროპული ციხის წესების თანაავტორი).


როგორც პროგრამის მომზადება, ასევე სასწავლო პროცესი დაფინანსებულია ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და სხვა დახურულ ინსტიტუციებში“ მიერ და ხორციელდება მათთან აქტიური ურთიერთთანამშრომლობით.


სასწავლო პროგრამა, როგორც სწავლის ხანგრძლივობით, ასევე მისი ფორმატით განსხვავდება არსებული პრაქტიკისაგან; პროგრამის დასახელებაა „პატიმრობისა და თვისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომელთა მომზადების გრძელვადიანი სასწავლო კურსი“, რომლის მიზანია კურსდამთავრებულს მისცეს სათანადო ცოდნა, გამოუმუშაოს შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომელიც მას ესაჭიროება პრაქტიკული საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებისათვის.


სასწავლო კურსი შედგება ხუთი ეტაპისგან - სამი თეორიული და ორი პრაქტიკული ეტაპი.


ყველა თეორიული კურსის შემდეგ მსმენელებს ჩაუტარდებათ შუალედური გამოცდები, რომლის შეფასების შედეგებზე იქნება დამოკიდებული საბოლოო გამოცდაში მონაწილეობის შესაძლებლობა. ასევე თითოეული თეორიული კურსის მიმდინარეობის დროს მოხდება შუალედური შეფასება (წერითი ჩათვლები), რომლის შედეგებზე დამოკიდებული იქნება შუალედურ გამოცდაზე მონაწილეობის მიღება.


სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ გაიცემა სამი ხარისხის სერტიფიკატი.


სასწავლო პროცესი განხორციელდება შემდეგი მეთოდოლოგიის გამოყენებით; ლექცია-სემინარი; პრეზენტაცია; ინტერაქტიული მეცადინეობები; როლური თამაშები; სიმულაცია; მუშაობა ჯგუფებში; სასწავლო პრაქტიკა; დემონსტრირების მეთოდი; მონაცემთა ანალიზი; კაზუსების განხილვა; სიტუაციური ანალიზი; ინდივიდუალური მუშაობა; დისკუსია; დებატები.


სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი მხარეა ასევე ის გარემოება, რომ სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან სასჯელაღსრულების დაწესებულების ის თანამშრომლები, რომლებიც გადამზადებული იქნენ მენტორებად, მენტორები წარუძღვებიან სწავლების პრაქტიკულ ნაწილს.