მთავარიჩვენ შესახებსწავლებაპროექტებიპარტნიორობასასარგებლო ინფორმაციასაჯარო ინფორმაცია
ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნაზოგადი ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გვერდისაკადრო უზრუნველყოფასახელმწიფო შესყიდვები
ფინანსები და ხარჯთაღრიცხვა
კარიერაკონტაქტი 
თქვენ იმყოფებით:  საბაზისო მომზადება

საბაზისო მომზადება

განახლების პროცესშია

 
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში სისტემის ახლადდანიშნულ თანამშრომელთათვის დანერგილია ტრენინგი საბაზისო სასწავლო პროგრამის მიხედვით. პირველდაწყებითი საბაზისო მომზადების სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ, პრაქტიკულ, ტაქტიკურ და ფიზიკურ მომზადებას.
 
ტრენინგის მონაწილეები პატიმრობის მოხდის წესთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლისას ეცნობიან საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს, სისტემის სარეჟიმო სამსახურის თავისებურებებსა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესებს.
 
კურსანტები ასევე გადიან პრაქტიკულ მეცადინეობებს სამართლებრივი დაკუმენტაციის მომზადებასა და იმიტირებულ საკანში, პირველადი სამედიცინო მომსახურების როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას.
 
ტრენინგის ბოლოს დგება მონაწილეთა ფსიქოლოგიური პროფილები.
 
მონაწილეთა შეფასება სამკომპონენტიანი სისტემის შესაბამისად ხორციელდება. შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ტრენინგზე დასწრებას, შუალედურ გამოკითხვასა და ტესტირებას ითვალისწინებს.
 
სასწავლო ცენტრში საბოლოო ტესტირების, ტაქტიკური მეთოდებისა და ფიზიკური ნორმატივების წარმატებით ჩაბარებისა და სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში პრაქტიკის გავლის შემდეგ ინიშნება კურსანტი შერჩეულ თანამდებობაზე.
 
 
 
საბაზისო სასწავლო პროგრამა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთათვის
 
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახლადდანიშნულ თანამშრომელთა მომზადება საბაზისო სასწავლო პროგრამის მიხედვით.
 
ტრენინგის მონაწილეები გადიან როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკული მომზადებას. ტრენინგის თემატიკა მრავალფეროვანია. მსმენელები ეცნობიან გაეროს მინიმალურ სტანდარტულ წესებს არასაპატიმრო სასჯელთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს სტანდარტულ წესებს პატიმრობის ალტერნატიულ სასჯელებთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციას, სისხლის სამართლისა და საპროცესო კოდექსს, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვას, განრიდებასა და მის კონცეფციას.
 
თეორიული სწავლების გარდა მსმენელებს უტარდებათ პრაქტიკული მეცადინეობები მოხსენებითი ბარათის მომზადებაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა და პირადი საქმეების წარმოებაში.
 
ტრენინგის ბოლოს დგება მონაწილეთა ფსიქოლოგიური პროფილები.
 
სასწავლო ცენტრში ტრენინგის გავლის შემდეგ კურსანტები გადიან 2 კვირიან პრაქტიკას პრობაციის შესაბამის ბიუროში, სადაც პრაქტიკულად შეფასდება ცენტრში მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები.
 

კურსანტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან პრაქტიკას და ჩააბარებენ ტესტირებას სასწავლო ცენტრში, ინიშნებიან შესაბამის თანამდებობაზე.