მთავარიჩვენ შესახებსწავლებაპროექტებიპარტნიორობასასარგებლო ინფორმაციასაჯარო ინფორმაცია
ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნაზოგადი ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გვერდისაკადრო უზრუნველყოფასახელმწიფო შესყიდვები
ფინანსები და ხარჯთაღრიცხვა
კარიერაკონტაქტი 
თქვენ იმყოფებით:  სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა

სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა



სასწავლო ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს:

v სასწავლო აუდიტორიები

v ელექტრონული ტესტირების აუდიტორიები

v საკონფერენციო დარბაზი

v ბიბლიოთეკა

v იმიტირებული საკნები

v ლაზერული ტირი

v სპორტული დარბაზები

v ღია სავარჯიშო კომპლექსი

v საფეხბურთო და საკალათბურთო მინისტადიონი

v საცხოვრებელი კომპლექსი

v დასასვენებელი ოთახი

v სასადილო

სკვერი


                     



აუდიტორიები


სასწავლო ცენტრში ტრენინგები თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ აუდიტორიებში ტარდება. ცენტრის 5 აუდიტორიაში შესაძლებელია ერთდროულად ტრენინგი ჩაუტარდეს 125-ზე მეტ მონაწილეს.


            



ტესტირების ოთახი


სასწავლო ცენტრში ტესტირება ტარდება ელექტრონული ტესტირების პროგრამით, რომელიც სპეციალურად ცენტრისთვის დაიწერა. ტესტირების ეს მეთოდი სუბიექტურობის რისკს მინიმუმამდე ამცირებს. სასწავლო ცენტრში კომპიუტერებითა და შესაბამისი პროგრამით აღჭურვილი 2 აუდიტორია ფუნქციონირებს, სადაც შესაძლებელია ტესტირება ჩაუტარდეს ერთდროულად 54 მსმენელს. აღნიშნული აუდიტორიები ასევე კომპიუტერული სწავლების საშუალებასაც იძლევა.


               



იმიტირებული საკნები


პრაქტიკული მეცადინეობებისათვის ცენტრში მოეწყო იმიტირებული საკნები, სადაც სწავლების მონაწილეები ეუფლებიან ბრალდებულის/მსჯავრდებულისა და საცხოვრებელი საკნის დათვალიერების ტაქტიკას (თეორია და პრაქტიკა); პრაქტიკული მეცადინეობა იწერება საკანში დამონტაჟებულ ვიდეო კამერაზე აუდიტორიაში შემდგომი განხილვის მიზნით.




ბიბლიოთეკა


სასწავლო ცენტრის ბიბლიოთეკა აღჭურვილია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროსთან დაკავშირებული 7 000 - ზე მეტი ქართული, ინგლისური და რუსულ ენოვანი სახელმძღვანელოებით. ტრენერებსა და კურსის მსმენელებს საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ ბიბლიოთეკაში არსებული წიგნებით.



          

          



სასადილო და ყავის ოთახი


სასწავლო ცენტრში არის სამზარეულო, სასადილო და ყავის ოთახი, სადაც მსმენელები ყოველდღიურად უზრუნველყოფილი არიან კვებით.


            



საცხოვრებელი კომპლექსი


ასწავლო ცენტრში მოეწყო საცხოვრებელი კომპლექსი რეგიონებიდან ტრენინგზე ჩამოსული სამინისტრო სისტემის თანამშრომელთათვის. კომპლექსში შესაძლებელია ერთდროულად 36 მონაწილის განთავსება. თავისუფალ დროს მათ შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ დასასვენებელი ოთახით, სკვერით, სპორტული დარბაზებითა და ღია სავარჯიშო კომპლექსით.


             



პორტული დარბაზი/მოედნები/ტირი


მონაწილეთა ფიზიკური და ტაქტიკური მომზადების დონის ამაღლების მიზნით სასწავლო ცენტრში არსებობს 3 სპორტული დარბაზი, (აქედან 2 აღჭურვილია ტრენაჟორებით), ფეხბურთისა და კალათბურთის მინი მოედანი და ღია სავარჯიშო კომპლექსი. ცენტრში ფუნქციონირებს ასევე ლაზერული ტირი.