მთავარიჩვენ შესახებსწავლებაპროექტებიპარტნიორობასასარგებლო ინფორმაციასაჯარო ინფორმაცია
ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნაზოგადი ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გვერდისაკადრო უზრუნველყოფასახელმწიფო შესყიდვები
ფინანსები და ხარჯთაღრიცხვა
კარიერაკონტაქტი 
თქვენ იმყოფებით:  სასარგებლო ინფორმაცია ბიბლიოთეკა პუბლიკაციები

პუბლიკაციები

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ჩარჩო პროგრამის რეგიონალური პროექტის „პენიტენციური რეფორმის მხარდაჭერა (სადამსჯელოდან სარეაბილიტაციო მიდგომაზე გადასვლა)“ ფარგლებში ევროპის საბჭოს მიერ ითარგმნა და ელექტრონულ სახელმძღვანელოდ მომზადდა ევროპის საბჭოს დოკუმენტების კრებული ციხეში გადატვირთულობის აღსაკვეთად.


კრებული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 9 რეკომენდაციისა და წამების პრევენციის ევროპის კომიტეტის იმ სტანდარტებს მოიცავს, რაც ციხეში გადატვირთულობის პრევენციისა და აღმოფხვრისაკენ არის მიმართული.


კრებული გამიზნულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის თანამშრომლების, უმაღლესი სასწავლებელების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც სასჯელაღსრულების და პრობაციის სფეროში მოღვაწეობენ (სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური პერსონალი და ა.შ.).



ევროპის საბჭოს დოკუმენტების კრებული ციხეში გადატვირთულობის აღსაკვეთად