მთავარიჩვენ შესახებსწავლებაპროექტებიპარტნიორობასასარგებლო ინფორმაციასაჯარო ინფორმაცია
ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნაზოგადი ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გვერდისაკადრო უზრუნველყოფასახელმწიფო შესყიდვები
ფინანსები და ხარჯთაღრიცხვა
კარიერაკონტაქტი 
თქვენ იმყოფებით:  ჩვენ შესახებ ცენტრი მიზნები

მიზნები

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მიზანია 

 

  • საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს სისტემაში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმის ხელშეწყობა;

 

  • სამინისტროს სისტემაში დასაქმებული საჯარო მოხელეების, პერსონალის ან დასაქმების სურვილის მქონე პირთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

 

 

სასწავლო ცენტრის ფუნქციებია:

 

  • სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პერსონალის ან დასაქმების სურვილის მქონე პირთათვის შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავება;

 

  • სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პერსონალის ან დასაქმების სურვილის მქონე პირთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;

 

  • სასწავლო პროგრამების მონაწილეთა ტესტირება;

 

  • ტრენერთა ჯგუფის ჩამოყალიბება და კოორდინირება;

 

  • ტრენერთა პერიოდული გადამზადება როგორც მოწვეული სპეციალისტების მიერ, ასევე მომზადება და სტაჟირება საზღვარგარეთის ანალოგიურ სასწავლო ცენტრებში;

 

  • მეთოდური და დამხმარე ლიტერატურის შემუშავება, თარგმნა და გამოცემა;


  • სასწავლო ცენტრის ბიბლიოთეკის განახლება და ფუნქციონირება;

 

  • სამინიტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინიტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებეთან, სამინიტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა მათდმი დაქვემდებარებული პერსონალის მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო პროგრამების შემუშავების მიზნით;

 

  • ურთიერთობა და თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნების ანალოგიურ სასწავლო ცენტრებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

 

  • საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც ხელს უწყობა და ემსახურება სასწავლო ცენტრის მიზნების მიღწევას.