მთავარიჩვენ შესახებსწავლებაპროექტებიპარტნიორობასასარგებლო ინფორმაციასაჯარო ინფორმაცია
ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნაზოგადი ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გვერდისაკადრო უზრუნველყოფასახელმწიფო შესყიდვები
ფინანსები და ხარჯთაღრიცხვა
კარიერაკონტაქტი 
თქვენ იმყოფებით:  ჩვენ შესახებ ცენტრი ისტორია

ისტორია

2005 წლის 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის N 927 ბრძანებულებით დაფუძნდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი.

 

2009 წლის 30 იანვრის საქართველოს მთავრობისN8 დადგენილებით სსიპ – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი გადავიდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში.

 

2006 წელს სასწავლო ცენტრს ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გადაეცა შენობა შემდეგ მისამართზე: გარდაბნისმუნიციპალიტეტი, რუსთავის გზატკეცილი,მე-17კილომეტრი, სადაც 2007 წელს ცენტრმა დაიწყო.

 

სასწავლო ცენტრის ტექნიკური აღჭურვა განხორციელდა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)-ს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

 

2013 წლის მეორე ნახევარში სრულად განახლდა სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა, მონაწილეთა საცხოვრებელი ოთახები აღიჭურვა ახალი ინვენტარით, მოეწყო სპორტული დარბაზები და ღია სპორტული მოედანი.


სასწავლო ცენტრისთვის მოეწყო მაღალი ძაბვის დამოუკიდებელი ელექტროგადამცემი ხაზი, რაც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შეუფერხებელ მიწოდებას.